logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სეს-მა ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სეს-მა ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

1775635847

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

არაგეგმური ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მცირე მეწარმე ვ. ჩ. (მის: ფოთი, ზვიად გამსახურდიას  N238) თევზს აწარმოებდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით; საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი, მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა. სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა 65 კგ. თევზი.

ამავდროულად, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე.

აღნიშნული დარღვევების გამო, მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

გამოგვყევით