თბილისის სატრანსპორტო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში, კერძოდ კი metromoney-ს გვერდზე, ასევე "ტრანსპორტი კომპანია თბილისი“ ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა,"-აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.