logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მიმდინარე წელს BEKO-ს მაღაზია ქუთაისშიც გაიხსნება

მიმდინარე წელს BEKO-ს მაღაზია ქუთაისშიც გაიხსნება. როგორც კომპანიის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ხატია სოფრომაძემ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, კომპანია 2025 წელს დამატებითი ფილიალის გახსნას, ასევე ბათუმში გეგმავს.

ხატია სოფრომაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ფართების მოძიებისა და მოლაპარაკებების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 2024 წლის ბოლოს ახალი ფილიალი თბილისში, "სამგორი მოლში" გავხსენით და ამ მიმართულებით მუდმივად ვვითარდებით. იანვარ-თებერვალი გაყიდვების კუთხით ზოგადად პასიური პერიოდია. ტექნიკის სფეროსთვის აქტიური პერიოდი მარტიდან იწყება. მომხმარებლების მხრიდან რეგიონებში მოთხოვნა გაზრდილია ჩასაშენებელ ტექნიკასა და ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე", - აცხადებს ხატია სოფრომაძე. 

რაც შეეხება BEKO-ს აუთლეტ მაღაზიას, რომელიც "ჰუალინგ პლაზაში" მდებარეობს - კომპანიის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მაღაზია წარმატებით ოპერირებს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული მიმართულებით გაფართოება არ იგეგმება. 

ცნობისთვის, Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ფილიალს ფლობს. თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორებიც არის: „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრო მარტი“, „კონტაქტი“, „გრანდ ელექტრონიქსი“ და ასევე, 44–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.

გამოგვყევით