logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

13 მარტს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

13 მარტს დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

1741760484

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2025 წლის 13 მარტის 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

გამოგვყევით