logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ზაფხულის სეზონზე ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს, უკვე გვაქვს წინასწარი ჯავშნებიც"- პაატა კოკაია

"ზაფხულის სეზონზე ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს, უკვე გვაქვს წინასწარი ჯავშნებიც"- პაატა კოკაია

1742199960

2024-25 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონს სასტუმროები დადებითად აფასებენ და ზაფხულის სეზონს დიდი მოლოდინებით ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებლის პაატა კოკაიას განცხადებით, გაზაფხულზე სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია.

„ზაფხულის სეზონზე ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს, გაზაფხულიდან ქუთაისის აეროპორტს ფრენები ემატება დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, შეიძლება ისრაელიდანაც, რაც ზრდის ნაკადებს. აეროპორტის არსებობის გამო ქუთაისში მაღალი სეზონია აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. უკვე გვაქვს წინასწარი ჯავშნებიც. რაც შეეხება ზამთარს,  დეკემბერი, იანვარი, თებერვლის პერიოდში გუდაურში ძალიან კარგი სეზონი იყო თბილისის და ქუთაისისგან განსხვავებით, გორში დატვირთულობა კი  2024 წელს 2023 წლის მსგავსი იყო, კლება არ გვქონია“,-აცხადებს პაატა კოკაია.

გამოგვყევით