logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომინაციაში - აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში

თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომინაციაში - აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში

1742285463

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილდოზეა წარდგენილი. 

აღმოსავლეთ ევროპაში ვაჭრობის დაფინანსებაში საუკეთესო ბანკის ნომინაციის ფინალში, თიბისი ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთადაა ნომინირებული, როგორებიც არიან: Raiffeisen Bank International, Ukrgasbank და UniCredit.

 ჯილდოს ფინალისტები ის ფინანსური ინსტიტუტები არიან, რომლებსაც გამორჩეული შედეგები და მიღწევები აქვთ ფინტექ ბაზარზე და ასევე - ვაჭრობის, საქონლის, მიწოდების ჯაჭვისა და ექსპორტის დაფინანსებაში.

 გამარჯვებულები ლონდონში, 26 ივნისს, GTR-ის ყოველწლიურ საქველმოქმედო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.

გამოგვყევით