logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"წინასწარი ჯავშნები შემოგვდის, თუმცა აქტიური ტურისტული სეზონი აპრილიდან იწყება" - სასტუმრო "ქვევრები"

წინასწარი ჯავშნები შემოგვდის, თუმცა ტურისტული სეზონი აპრილიდან იწყება, - ამის შესახებ სასტუმრო "ქვევრების" დამფუძნებელმა გიორგი როჩიკაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჯავშნები ტურისტული კომპანიების მხრიდან არის და შესაბამისად, სტუმრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

გიორგი როჩიკაშვილი მიმდინარე ტენდენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ტურისტების სიმცირე შეიმჩნევა.

"ტურისტულ სეზონზე გვაქვს იმედი, რომ მოთხოვნა გაიზრდება. ამჟამად, ძალიან მცირე რაოდენობის დამსვენებლები გვყავს. დაახლოებით, სასტუმრო 10%-ია დაკავებული", - აცხადებს გიორგი როჩიკაშვილი.

ცნობისთვის, სასტუმრო "ქვევრები" 2023 წელს შეიქმნა. ტერიტორია სამ ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს  20 ქვევრ-ნომერს, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია.  ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე და ღია აუზი.

პროექტი "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.

გამოგვყევით