ბაზარზე ახალი ქართული მობაილ აპლიკაცია Herio გამოჩნდა, რომლის დახმარებითაც, ბიზნესებს (და ფიზიკურ პირებსაც) სწრაფად და მარტივად შეუძლიათ ვერიფიცირებული კადრების/ფრილანსერების მოძიება, როგორც ადგილზე შესასრულებელი, ასევე დისტანციური სამუშაოებისთვის.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აპლიკაციაში შეხვდებით მარკეტერებს, SEO სპეციალისტებს, ქოფირაითერებს, დრონის ოპერატორებს, ფოტოგრაფებს, გრაფიკული დიზაინერებს, ვებ დეველოპერს და სხვა. ამ ეტაპზე, Herio 1,000-ზე მეტ ტალანტს აერთიანებს.
"გარკვეულწილად ვართ Upwork-ის მსგავსი, თუმცა მათგან განსხვავებით:· ფოკუსირებული ვართ მხოლოდ ადგილობრივ და რეგიონალურ ვერიფიცირებულ დამკვეთებზე,"-აცხადებენ Herio-ში.
Herio-ს გამოყენება სრულებით უფასოა და ასევე, პირველად განთავსებულ სამუშაოზე საკომისიოს გადახდა არ ხდება.
ატვირთვა: აპლიკაცია სრულფასოვნად ფუნქციონირებს, როგორ IOS-ზე, ასევე Android-ზე. გადმოწერა შეიძლება კომპანიის ვებ-გვერდიდანაც.
"დამატებით, გიგზავნით პრეზენტაციებს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ ვეხმარებით ბიზნესებს ტალანტების მოძიებაში. გარდა ამისა, თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ან გჭირდებათ დახმარება, შეგვიძლია ჩავნიშნოთ შეხვედრა. ამისთვის, მოგვწერეთ ან პირდაპირ აირჩიეთ ონლაინ შეხვედრისთვის სასურველი დრო,"-აცხადებენ კომპანიაში.