logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოს 9 ქალაქში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გადამზადების კურსი ტარდება

საქართველოს 9 ქალაქში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გადამზადების კურსი ტარდება

1742280261

ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. 

უწყების ცნობით, „ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“-გადამზადების კურსი თბილისში, ამბროლაურში, გორში, თელავში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში მიმდინარეობს. ტრენინგებში სასტუმროებისა და კვების ობიექტების 220 თანამშრომელი მონაწილეობს.

სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს:

  • GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GHP ( ჰიგიენის პრაქტიკა) ;
  • წერილობითი პროცედურების (სტანდარტული ოპერირების პროცედურები) და სამუშაო ფორმების შემუშავება;
  • პერსონალის სავალდებულო სწავლებების პოლიტიკა
  • სურსათის უვნებლობის პრინციპები, ჰიგიენა
  • HACCP სისტემის მიმოხილვა, მოსამზადებელი და დანერგვის ეტაპები
  • ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები;
  • მომხმარებლის ინფორმირებულობა, პრეტენზიების მართვა და სხვა.

გამოგვყევით