logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მიმდინარე წელს, GEPHERRINI თბილისსა და ბათუმში ბრენდულ მაღაზიებს გახსნის

მიმდინარე წელს, GEPHERRINI თბილისსა და ბათუმში ბრენდულ მაღაზიებს გახსნის, - ამის შესახებ ტყავის აქსესუარების კომპანია Gepherrini-ის დამფუძნებელმა ილია გეფერაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ინვესტიცია დაახლოებით, 50 000 დოლარი იქნება.

"ჩვენი კომპანია მუდმივად ვითარდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. თბილისში რამდენიმე ფილიალი უკვე გვაქვს, ხოლო ბათუმში წელს, GEPHERRINI-ის პირველი ბრენდული მაღაზია გაიხსნება. ამ ეტაპზე ზუსტი ლოკაციები მოძიებული არ გვაქვს, თუმცა გარკვეული მონახაზი და გეგმა, რა თქმა უნდა, უკვე არსებობს", - აცხადებს ილია გეფერიძე.

რაც შეეხება ასორტიმენტის ზრდას - ილია გეფერიძის თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელი ბიზნესისთვის გარდამტეხი იყო და შესაბამისად, კომპანია ახალი ხაზის დამატებას, ან ასორტიმენტის გაზრდას ამ ეტაპზე არ გეგმავს. 

ამჟამად, GEPHERRINI-ის პროდუქციის, დაახლოებით, 70% ექსპორტზე 13-მდე ქვეყანაში იყიდება, ხოლო 30% ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, GEPHERRINI-ის გაყიდვები, დაახლოებით, 5%-ით გაიზარდა.  

ცნობისთვის, GEPHERRINI ქართული ბრენდია, რომელიც ჩანთებს, საფულეებს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებს. კომპანია ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის, მათ შორის, ჩინეთში, სადაც Gepherrini 2 ფიზიკურ მაღაზიას ფლობს და ასევე, ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზეც ხელმისაწვდომია.

გამოგვყევით