logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

სენაკში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - პროექტის ღირებულება დაახლოებით ₾51 მლნ-ია

სენაკში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - პროექტის ღირებულება დაახლოებით ₾51 მლნ-ია

1749030940

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. სამუშაო პროცესს ადგილზე, კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი სათავე ნაგებობების, არსებული ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა წყალმომარაგების 187,5 კმ, ხოლო მაგისტრალური 5,5 კმ ქსელი. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები.

დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 55 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი.სამუშაოების დასრულების შემდეგ, 3670-მდე ბენეფიციარი 24 - საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 51 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

გამოგვყევით