logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ვახტანგ ჭარაია - შეგვიძლია ეროვნული ბანკს პირდაპირ მივულოცოთ, რომ IMF-თან თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება

ვახტანგ ჭარაია - შეგვიძლია ეროვნული ბანკს პირდაპირ მივულოცოთ, რომ IMF-თან თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება

1749125378

სსფ-სთან (IMF)  საკმაოდ დაძაბული პერიოდის შემდგომ, ჩემი აზრით, გამოჩნდა დათბობის ის გარდამტეხი წერტილი, რომელსაც ყველანი ველოდებოდით და იმედი მაქვს, რომ ამ ბოლო მისიის შემდეგ, უკვე არამარტო სავალუტო ფონდთან, ზოგადად დასავლურ ინსტიტუციებთან ურთიერთობის, თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადავალთ, - ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

„შეიძლება პირდაპირ მივულოცოთ ეროვნულ ბანკს, რომ სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. სსფ-ი აღიარებს იმ მიღწევებსა და წარმატებებს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. შესაბამისად, სსფ-ისა და ეროვნული ბანკის შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებისთვის. სავალუტო ფონდი არ ხუჭავს თვალს იმ მიღწევებსა და შედეგებზე, რომელიც საქართველოს აქვს მათ შრის ეკონომიკური ზრდის, დაბალი ინფლაციის თუ სხვა მიმართულებით და სასიამოვნოა, რომ სავალუტო ფონდი იჩენს ინიციატივას ამ მიმართულებით წარმატების გაშუქების კუთხით“, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

მისივე თქმით, სსფ-ის მიერ საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდა მოსალოდნელი იყო, მით უმეტეს, რომ მომდევნო წლებშიც ამ მხრივ დამაიმედებელი პროგნოზებია.

„აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლების პროგნოზებიც დამაიმედებელი და პოზიტიურია საქართველოსთვის. კარგია, რომ მრავალმხრივ ხდება იმ საკითხების აღიარება, რომელიც სებ-ის მეთაურობით ხორციელდება ქვეყანაში“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

გამოგვყევით