მედიის ინფორმაციით, ფინეთმა უკრაინის დასახმარებლად ახალი, 28-ე სამხედრო პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც დაახლოებით 200 მილიონი ევროს ღირებულებისაა.
სამხედრო დახმარების პაკეტი ახლა ფინეთის მთავრობამ და პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.
„როგორც წარსულში, დახმარების პაკეტის დეტალები ღიაა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამჯერად, სხვა საკითხებთან ერთად, პაკეტი საარტილერიო საბრძოლო მასალებსაც მოიცავს, რომელიც უკრაინას ამჟამად ძალიან სჭირდება“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ენტი ჰაკანენმა.
როგორც ჰაკანენმა აღნიშნა, „უკრაინის დახმარებასთან მიმართებით ფინეთში ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა და ეროვნული ერთსულოვნება არსებობს“.
1tv.ge