logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ბერლინში, საერთაშორისო გამოფენა FRUIT LOGISTICA 2025-ზე ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

ბერლინში, საერთაშორისო გამოფენა FRUIT LOGISTICA 2025-ზე ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

1739342588

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2025 რვა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების: „აგროლეინი“, „ბლუ ბერდბერიზ“, „გოლდენ ფარმსი“, „ნამიანი“, „აგროველი“, „ქისტოუნაგრო“, „ესერტე“, „პაპრიკა“  სტენდები.

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  ანი აბულაძე  დაესწრნენ.

ქართულ პავილიონს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების სამინისტროს გენერალურმა დირექტორი ორენ ლავი სტუმრობდა.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა, გამოფენის მონაწილეებისა და ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურეს. კომპანიის წარმომადგენლებმა, სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით, არაერთი შეხვედრა გამართეს.

FRUIT LOGISTICA მსოფლიოში აგროსასურსათო მიმართულების ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენაში 145 ქვეყნიდან 2,700-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას

გამოგვყევით