logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი: ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის შედეგად, ჯამურად, მიღებულია $565 მლნ-ის რეკორდული შემოსავალი

დავით სონღულაშვილი: ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის შედეგად, ჯამურად, მიღებულია $565 მლნ-ის რეკორდული შემოსავალი

1737384000

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, 2023 წელთან  შედარებით, 24%-ითაა გაზრდილი.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია ექსპორტირებულია 70 ქვეყანაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზრები დივერსიფიცირებულია. ექსპორტის ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის მიმართულებით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა პოლონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ., რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს დარგთან მიმართებით არის სწორი და თანმიმდევრული“, - განაცხადასონღულაშვილმა. 

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო გააგრძელებს დარგის მხარდაჭერას. ღვინის კომპანიებს და მარნებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი პროდუქცია წარადგინონ ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე, რომ გაზარდონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია და შენარჩუნდეს ქვეყნის ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის  სტაბილური განვითარება.

გამოგვყევით