logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

1789463225

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში ნადირობის წესების დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თელოვანის მიმდებარედ, მოქალაქე ნადირობდა ცეცხლსასროლი იარაღით. მუხათგვერდის მიმდებარედ გამოვლენილ შემთხვევაში კი მოქალაქე ნადირობისას გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად აკრძალულ საშუალებას - ფარს (პროჟექტორს) იყენებდა. მას ასევე არ ჰქონდა გადახდილი გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებელი.

ლისის ტბის, მუხათგვერდისა და დიდი ლილოს მიმდებარედ დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის 3 ერთეული აკრძალული საშუალება - ფრინველის მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. „მანოკი“ გამოავლინეს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების აქტიური გამოყენება და დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ნადირობის წესები და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე; ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

გამოგვყევით