logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გიგლა თამაზაშვილი: 2026 წელს ₾22 მლნ-ის პროექტი უკვე დასრულდა

გიგლა თამაზაშვილი: 2026 წელს ₾22 მლნ-ის პროექტი უკვე დასრულდა

1794380256

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, 2026 წელს 22 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი უკვე დასრულდა. როგორც მან გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში აღნიშნა, ამ ეტაპზე მუშაობა კიდევ 51 ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიმდინარეობს.

„ჩვენ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები წამოვიწყეთ. 2026 წელს 22 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი უკვე დასრულებულია და ჩართულია ერთიან სამელიორაციო სისტემაში. ამ ეტაპზე გაფორმებულია 136 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტები. გარდა ამისა,  მიმდინარეობს მუშაობა 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 51 ინფრასტრუქტურულ პროექტზე. ამასთან, კომპანია აქტიურად მუშაობს არხების მოვლა-შენახვაზე, რაც გაწმენდით სამუშაოებსა და ჩამკეტი ფარების მოწესრიგებას გულისხმობს“, — განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს სამელიორაციო სექტორში ხელშეკრულებების რეკორდული რაოდენობა გაფორმდა.

"წელს რეკორდული რაოდენობის კონტრაქტი გაფორმდა. ეს გახლდათ 65 ათას ჰექტარზე მეტი ირიგაციის სექტორში, დაახლოებით 7 ათასი ჰექტარი ტბორებისა და დრენაჟის მიმართულებით,"-  აღნიშნა „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელმა.

გიგლა თამაზაშვილმა ყურადღება  ფერმერთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაზეც გაამახვილა. 

„საქართველოს მთავრობის ე.წ. სუბსიდირების გეგმამ ძალიან კარგად იმუშავა. წელს პირველად მოხდა, როდესაც „საქართველოს მელიორაციის“ ნაცვლად, პირდაპირ ფერმერები დასუბსიდირდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერი მხოლოდ პირველი მორწყვის საფასურს იხდიდა, ხოლო შემდგომ ხარჯებს სრულად საქართველოს მთავრობა ფარავდა და ფარავს“-აცხადებს თამაზაშვილი. 

თამთა ცერცვაძე 

გამოგვყევით