logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ლეკიანის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლეკიანის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

1788422751

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლეკიანის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ნატანების ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან, ჯამში,  3 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და  შემკრები ქსელი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზრდება არხების გამტარუნარიანობა და აღდგება სადრენაჟე მომსახურება 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს.

სადრენაჟე არხის გაწმენდით სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას.

გამოგვყევით