logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

პროექტში "შეღავათიან აგროკრედიტი" "ზირაათ ბანკი საქართველო" ჩაერთო

პროექტში "შეღავათიან აგროკრედიტი" "ზირაათ ბანკი საქართველო" ჩაერთო

1771578817

პროექტს “შეღავათიანი აგროკრედიტი” ახალი ფინანსური ინსტიტუტი  სს „ზირაათ ბანკი საქართველო”  დაემატა. შესაბამის ხელშეკრულებას  ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა და სს „ზირაათ ბანკი საქართველოს“  გენერალურმა დირექტორმა თურგუთ გულჯიჰანმა მოაწერეს ხელი.

პროექტს „შეღავათიანი  აგროკრედიტი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტში 14 საფინანსო ორგანიზაციაა ჩართული.

შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა  სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი, შენახვა-რეალიზაციისა და პროექტით გათვალისწინებული სხვა მიზნობრიობით, როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი საშუალებებისთვის.

2013-2025 წლებში პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“  ფარგლებში,  50,000-ზე მეტ ბენეფიციარზე 8.2 მილიარდ ლარამდე შეღავათიანი აგროკრედიტია გაცემული;  სახელმწიფოს თანადაფინანსება 1.3 მლრდ ლარზე მეტია.

გამოგვყევით