logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სოკარი სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის

სოკარი სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის

1771569240

2026 წლის 20 თებერვალს, თბილისში, სოკარი გეგმავს სამხრეთ კავკასიაში პირველი სრულად ელექტრო დამტენი სადგურის გახსნას, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს რეგიონის ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის გრძელვადიან ერთგულებას განახლებადი ენერგიის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიმართ.

ახალი ელექტრო სადგური განკუთვნილია ექსკლუზიურად ელექტრომობილებისთვის და წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებისა და საქართველოს ენერგეტიკული ტრანსფორმაციის დაჩქარების მიმართულებით. პროექტი სრულად შეესაბამება სოკარის ESG პრიორიტეტებსა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიას და ასახავს კომპანიის გლობალურ ხედვას გარემოზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.

სადგური აღჭურვილია ოთხი დამტენი ერთეულით, რაც უზრუნველყოფს ერთდროულად ექვსი ელექტრომობილის დამუხტვას. ორი დამტენი მუშაობს 120 კვტ სიმძლავრის სწრაფი დამუხტვის რეჟიმში, რაც შესაძლებელს ხდის ოთხი ელექტრომობილის სრულად დამუხტვას დაახლოებით 40 წუთში. კიდევ ორი დამტენი, 22 კვტ სიმძლავრით, განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დროის გატარებას სადგურზე მდებარე ნულოვანი პლასტმასის კონცეფციის WAY MART-ის მაღაზიასა და კაფეში ამჯობინებენ.

ელექტრო სადგური ნაწილობრივ მუშაობს მზის ენერგიაზე, რაც ადასტურებს სოკარის ამბიციას, გახდეს რეგიონის ლიდერი ენერგოეფექტური და ეკომეგობრული გადაწყვეტილებების დანერგვაში. ეს ინიციატივა ეფუძნება კომპანიის ფართომასშტაბიან განახლებადი ენერგიის პროექტებს საქართველოში. ამჟამად სოკარი ქვეყნის მასშტაბით უკვე ფლობს მზის პანელებს ექვს ავტოგასამართ სადგურზე და უახლოეს მომავალში გეგმავს მზის ინფრასტრუქტურის გაფართოებას სხვა ლოკაციებზეც.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ელექტრომობილების ბაზარი ყოველწლიური ორნიშნა ზრდით ხასიათდება,
ელექტრომობილების რაოდენობა, პროგნოზებით, გაიზრდება 2025 წლის 17,000-იანი მაჩვენებლიდან 70,000–80,000 ერთეულამდე 2030 წლისთვის. შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა ელექტროდამტენებზე.

სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება სოკარის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცა. ამჟამად
ელექტრომობილების დამტენი სადგურები ფუნქციონირებს სოკარის 15 ავტოგასამართ სადგურზე. გაფართოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რათა ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს სანდო, ხელმისაწვდომი და ეფექტური დამუხტვის ქსელით.

საქართველოში სრულად ელექტრო სადგურის გახსნა წარმოადგენს ამ ფართო ტრანსფორმაციის დღის წესრიგის ნაწილს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სოკარის, როგორც პროგრესული, საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის პოზიციას, დაბალანსებული და მდგრადი ენერგეტიკული მომავლის განვითარების გზაზე.

გამოგვყევით