logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"საქართველოს მელიორაციისა" და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს

"საქართველოს მელიორაციისა" და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს

1764148429

„საქართველოს მელიორაციისა“ და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა  წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის  წევრებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს მელიორაცია" ავრცელებს. 

წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია სარწყავი წყლის მართვის სისტემაში ფერმერების ჩართვის საუკეთესო ფორმაა. ასეთი გაერთიანებები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. გაერთიანებას ფერმერები თავად ქმნიან და სარწყავი წყლის მოხმარების პროცესს თავადვე მართავენ.

შპს „საქართველოს მელიორაციისა“ და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლების წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებთან და თანამშრომლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების  გადაჭრის გზებზე  იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რაც, სამომავლოდ, სარწყავი სისტემების მართვისა და სოფლის მეურნეობის  განვითარების პროცესს მკვეთრად გააუმჯობესებს.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ, მონაწილეებმა ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხი დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ პირველი წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია (საგარეჯო-1), რომელშიც 184 ადგილობრივი ფერმერია გაერთიანებული, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის გ-16 და გ-31  გამანაწილებლების არეალში  დაფუძნდა და მოიცავს სოფლებს:  გიორგიწმინდას, ნინოწმინდას და წყაროსთავს.

წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია საგარეჯო-1, „საქართველოს მელიორაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით, გეგმავს წევრების სარწყავი წყლით უზრუნველყოფას და სამელიორაციო სერვისების მკვეთრ გაუმჯობესებას.

ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე - "განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით"

ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე - "განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით"

ბიზნესი
ეკონომიკა

გამოგვყევით