logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სეს-მა "თანამედროვე განათლების აკადემიის" სკოლას და ბაღს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა "თანამედროვე განათლების აკადემიის" სკოლას და ბაღს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

1764157080

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ჭავჭავაძის გამზირი N 37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის „თანამედროვე განათლების აკადემია“ კვების ობიექტში. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

"შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე - 15 01.

სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები,"- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბიზნესი

გამოგვყევით