logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"წელს თხილის ექსპორტით, სულ მცირე, $130 მლნ-ის შემოსავალს მივიღებთ" - მერაბ ჭითანავა

ქვეყანაში, თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განუცხადა, წელს ელიან, რომ საქართველო, 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით, 10%-ით გაზრდილ მოსავალს მიიღებს, რაც 50 ათას ტონა თხილს გულისხმობს.

შეიძლება ითქვას, რომ წელს ძალიან კარგი წელია როგორც ფერმერებისთვის, ისე ექსპორტიორებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თხილის ხარისხი, რასაც ხელი როგორც ამინდმა, ისე ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულმა სამუშაოებმა შეუწყო. გაუმჯობესებული ხარისხიდან გამომდინარე კი, ვფიქრობთ, რომ გაზრდილი იქნება ქართული თხილის როგორც ადგილობრივი გასაყიდი, ისე საექსპორტო ფასიც“, - განმარტა ჭითანავამ.

მისივე ინფორმაციით, თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში პროგნოზირებენ, რომ 2025 წელს ქვეყანა თხილის ექსპორტით, სულ მცირე 130 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს.

შეგახსენებთ, საქართველოში თხილის მოსავლის აღების პროცესი სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

გამოგვყევით