თვითმმართველ ქალაქებს ახალი უფლებამოსილებები მიენიჭებათ. პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს, თბილისის მსგავსად, მერის წარდგინებით შეეძლებათ დააფუძნონ სსიპ-ები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებაზე იმუშავებენ.
მათ შორის, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და დაჩქარებულ მომსახურებაზე, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების დოკუმენტების მომზადებაზე, გარე რეკლამის რეგულირებაზე, პარკირების სისტემის მართვაზე.
ასევე, მუნიციპალიტეტებს მიენიჭებათ უფლება, თავად განსაზღვრონ მომსახურებების საფასურები. პროექტის ავტორების შეფასებით, ცვლილება ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე გაზრდის ადგილობრივი ბიუჯეტების ფინანსურ მდგრადობას.