ტელეკომ ოპერატორი "გლობალ სელი" მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს - აბონენტებს SIM ბარათების გამოყენება უკვე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეუძლიათ.
როგორც "გლობალ სელის" დირექტორმა გიორგი მადუაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, აღნიშნული ერთადერთი ქართული საერთაშორისო SIM ბარათია და საამაყოა, რომ ბარათებს ქართული ნომრები აქვს.
"გლობალ სელის" ბრენდი საქართველოში 16 წლის წინ დაიბადა. საკმაოდ დიდი გზა განვლო ბრენდმა განვითარებისთვის. "გლობალსელი" გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მსოფლიო სატელეფონო კავშირის შემადგენლობაშია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ აბონენტს, როდესაც ესა თუ ის ტელეკომ ოპერატორი მომსახურებას უწევს და მას მომსახურებას სთავაზობს - მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებული სერვისები მაქსიმალურად დახვეწილი და აბონენტების საჭიროებებზე მორგებული იყოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ თანამედროვე სამყაროს წევრობა, რომელიც ტექნოლოგიურ პროცესში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებია", - აცხადებს გიორგი მადუაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს კომპანიის მიზანია საქართველოს მოქალაქეებს ისე ბენეფიტები შესთავაზონ, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ.
"სერვისი, რომელიც ერთიან როუმინგულ პრინციპს გულისხმობს ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენი აბონენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ჩვენს აბონენტს შესაძლებლობა აქვს გაუაქტიურდეს ინტერნეტ პაკეტით იმავე ფასებით", - აღნიშნა გიორგი მადუაშვილმა.