logo
Loading data...

კასპის ტექნოპარკში პროექტ AiTalent-ის დემო დღე გაიმართა

კასპის ტექნოპარკში პროექტ AiTalent-ის დემო დღე გაიმართა

1714054556

კასპის ტექნოპარკში პროექტ AiTalent-ის დემო დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების პროტოტიპები წარადგინეს.

სამკვირიანი ტრენინგების განმავლობაში პროექტი მოიცავდა ვორქშოპებს, მენტორშიფს, გუნდურ სამუშაოებს, კონკურსებს, ექსპერიმენტებს AI, ML,NLU მიმართულებით. თითოეულ მიმართულებას ჰყავდა შესაბამისი მენტორი/ტრენერი. მონაწილეებმა, შესაბამის თემატურ ჯგუფებში, შესწავლილი საკითხების მიხედვით, შექმნეს კომერციალიზაციის და მასშტაბირების პოტენციალის მქონე სტარტაპ იდეები ან/და პროტოტიპი. პროექტში მონაწილეობდნენ 15-19 წლის ახალგაზრდები შიდა ქართლის რეგიონიდან.

პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებას, ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლების (ML) და ბუნებრივი ენის მოდელების (NLU) დარგების პოპულარიზაციას. პროექტების წარდგენის შემდგომ გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თემატური პრიზები.

 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით