logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"მაგთიკომი" ნახევარ მილიონამდე ოჯახს ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეს უზრდის ფასის ცვლილების გარეშე

"მაგთიკომი" ნახევარ მილიონამდე ოჯახს ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეს უზრდის ფასის ცვლილების გარეშე

1757333400

გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი - "მაგთიკომი" აგრძელებს ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას და აბონენტებისთვის აქტუალური სერვისების განვითარებას.

"8 სექტემბრიდან მაგთიმ აბონენტებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი სიჩქარით სარგებლობდნენ, ფასის ცვლილების გარეშე, ავტომატურად გაუზარდა ინტერნეტის სიჩქარე 70 მბ/წმ-მდე.

ეს სიახლე ნახევარ მილიონამდე ოჯახს შეეხება. გაზრდილი სიჩქარე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ინტერნეტგამოცდილებას - იქნება ეს სწავლა, მუშაობა, გართობა თუ ყოველდღიური ონლაინ საქმიანობა.

მაგთიკომისთვის მთავარია აბონენტების კმაყოფილება და მათი შესაძლებლობების ზრდა. დღეს, 500-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში სარგებლობენ მაგთის ოპტიკური ინტერნეტით. გაზრდილი სიჩქარე კი კიდევ უფრო დაეხმარება მათ მიზნების განხორციელებაში. ასევე, კომპანიის ეს გადაწყვეტილება, პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებზე,"-აღნიშნულია "მაგთიკომის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით