logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ხელნაკეთი სანათების კომპანია  Lampino-ს გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა

ხელნაკეთი სანათების მწარმოებელი კომპანია - Lampino-ს გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთი ნოზაძემ განაცხადა, აღნიშნული კლება მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული.

მისივე ინფორმაციით, შემცირებულია როგორც კორპორატიული, ისე ინდივიდუალური შეკვეთები.

როგორც ქეთი ნოზაძემ აღნიშნა, ადგილობრივი ბაზრის გარდა კომპანიის პროდუქცია უცხოურ ონლაინ პლატფორმა etsy.com-ზე იყიდება. 

"მომავლის გეგმებზე საუბარი მიჭირს. ჩვენ პროდუქციის დამატება amazon-ისა და ebay-ს პლატფორმებზეც გვინდოდა, თუმცა ვერ მოვახერხეთ. აშშ-ის სატარიფო პოლიტიკიდან გამომდინარე განბაჟება იმდენად ძვირი ღირს, რომ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მხოლოდ esty.com -ზე ვართ წარმოდგენილი.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ახალი და საინტერესო პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებლებს. გარდა ამისა, გვაქვს მასტერკლასები და მუდმივად ვცდილობთ განვითარებას.

რაც შეეხება ნედლეულს - აღსანიშნავია, რომ ყველაფერი ძვირდება და ჩვენი ნედლეულიც, მათ შორის, საღებავები და სხვა სახარჯი მასალა გაძვირდა. აქედან გამომდინარე, ჩვენც გარკვეულწილად გვიწევს ფასების დაკორექტირება, თუმცა არა მკვეთრად", - აცხადებს ქეთი ნოზაძე.

ცნობისთვის, ხელნაკეთი სანათების მწარმოებელი კომპანია Lampino ბაზარზე 2019 წლიდან ფუნქციონირებს და თბილისში 1 ფილიალი აქვს. გარდა ამისა, Lampino-ს პროდუქცია სხვადასხვა ბრენდის მაღაზიაშიც არის წარმოდგენილი. 

გამოგვყევით