logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

საქართველო, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ინოვაციური მიმართულებით პარტნიორობას აძლიერებს

საქართველო, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ინოვაციური მიმართულებით პარტნიორობას აძლიერებს

1757918945

საქართველოს, უნგრეთის, ხორვატიისა და პოლონეთის ინოვაციების სააგენტოების ხელმძღვანელი პირები ინოვაციური მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო  (GITA) ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მონაწილეობა მიიღო  ღონისძიებაში CONNEXIONS – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამიტში, სადაც მიწვეული იყო სპიკერად სამთავრობო პანელში თემაზე მთავრობის სტრატეგიები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განსავითარებლად  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

პანელის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ინოვაციური ეკოსისტემის მხარდამჭერი დაფინანსების მექანიზმები და სტრატეგიული მიმართულებების ჰარმონიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური სექტორის სწრაფ განვითარებას რეგიონში. პანელი წარმოადგენდა მრავალსექტორულ დიალოგს, სადაც განხილული იყო პოლიტიკის, კაპიტალის, ინფრასტრუქტურისა და ტალანტების განვითარების საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროს ინოვაციების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უნგრეთის ინოვაციების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან ლასლო ბოდისთან, უნგრეთის ინოვაციების სააგენტოს ოპერაციების დირექტორთან რობერტ სომოჯისთან და უნგრეთის ეროვნული კვლევების, განვითარებისა და ინოვაციების ოფისის თავმჯდომარის მოადგილესთან ლასლო ლენგიელთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნების ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები ინოვაციების სფეროში.

გამოგვყევით