აზერბაიჯანის დედაქალაქში Volvo-ს პირველი VRE კონცეფციის შოურუმი გაიხსნა. სკანდინავიური მინიმალიზმითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამორჩეული ბრენდი მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს და Volvo-ს მოყვარულებს უკვე ემსახურება.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ბაქოში მიწვეული იყვნენ ბრენდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის წარმომადგენლები, სტუმრებს შორის იყო შვედეთის ელჩი აზერბაიჯანში, ასევე ოფიციალური პირები, ბიზნესის, საჯარო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
მანანა ხინაშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“ გენერალური დირექტორი: „ორწლიანი ინტენსიური სამუშაოები აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, წარმატებით დასრულდა და ბაქოში ახალი შოურუმი გავხსენით. მომსახურების ეს მასშტაბური სივრცე, Volvo-ს იმ საავტომობილო ცენტრების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი.
თანამედროვე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიები, უსაფრთხოება და მაქსიმალური ზრუნვა მომხმარებელზე ის პრიორიტეტებია, რომლებსაც სკანდინავიური ბრენდი თავისი საქმიანობისას ეყრდნობა. ბუნებრივია, „ვოლვო ქარ კავკასიაც“ ამ მიდგომების ერთგულია და მომხმარებელს ავტომობილის შეძენისა და ფლობის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
შოურუმის მშენებლობისთვის, საერთო ჯამში, 6.5 მილიონი ევრო დაიხარჯა. მიგვაჩნია, რომ ეს ინვესტიცია გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეგიონში და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ადგილობრივი ბიზნესგარემოს განვითარებას, ისე Volvo-ს გლობალური ხედვის წარმოჩენას კავკასიაში “.
Northern lights in the land of fire - საზეიმო გახსნისათვის ორგანიზატორებმა ორი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული, სკანდინავიური და აზერბაიჯანული კულტურა Volvo-ს ლოგოს ქვეშ, ერთ სივრცეში მოაქციეს. ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელ მკაცრ, თუმცა ელეგანტური სტილისა და აღმოსავლური კულტურის ერთობლიობით შექმნილ შთამბეჭდავ ატმოსფეროში იყო წარმოდგენილი Volvo-ს სხვადასხვა მოდელი - გასული წლის მთავარი მოვლენა EX30, ასევე ახალი CX90 გაუმჯობესებული შესაძლებლობებით. ავტომობილები ტრადიციულ აზერბაიჯანულ ხალიჩებთან ერთად იყო გამოფენილი.
საგანგებოდ გამოიყო ადგილი უახლესი EX90-სთვის. სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი სერვისცენტრში განათავსეს და ღონისძიებაზე შეკრებილებს ავტომობილის მახასიათებლებიც დაწვრილებით გააცნეს. ამასთანავე, 200-ზე მეტ სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, შოურუმი და სერვისისთვის განკუთვნილი სივრცე დეტალურად დაეთვალიერებინა.
ორსართულიანი ნაგებობის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საავტომობილო ცენტრის საერთო ფართი 2700 მ2-ია. გარე ფასადს მინის თეთრი და ლურჯი ვიტრაჟები ფარავს.
მეორე სართული საოფისე სივრცეს ეთმობა. პირველი კი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ღია და ნათელ ფერებში გადაწყვეტილი შოურუმი ექვს ავტომობილს იტევს. მოსაცდელ სივრცეში გადამუშავებული მასალით დამზადებული ავეჯია განთავსებული.
ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალაა გამოყენებული სერვისისთვის განკუთვნილ ნაწილშიც. იატაკი მდგრადი და მძიმე დატვირთვაზე გათვლილი ფილებით არის მოპირკეთებული. თანამედროვე, უახლესი მანქანა-დანადგარებითა და ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი სერვისი, სადაც ერთდროულად ექვსი ავტომანქანის მომსახურებაა შესაძლებელი.
მომხმარებლისათვის კომფორტული გარემოა ეზოს ტერიტორიაზეც. გარე პერიმეტრზე მოწყობილია ავტოსადგომი და დამონტაჟებულია დასამუხტი სადგურები ელექტრომობილებისათვის.
„ვოლვო ქარ კავკასია“, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანს, სომხეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს ფარავს. VRE კონცეფციის შოურუმები ამ დროისათვის თბილისსა და ბაქოში მდებარეობს. 2026 წელს კი ამ ჩამონათვალს ერევანიც შეემატება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.