logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"რუსეთის ბაზარზე ამჟამად მზესუმზირის ზეთის ფასი სტაბილურია და ცვლილება მოსავლის რაოდენობაზეა დამოკიდებული" - ირაკლი ციხისთავი

რუსეთის ბაზარზე ამჟამად მზესუმზირის ზეთის ფასი სტაბილურია და ცვლილება მოსავლის რაოდენობაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ზეთის და ფქვილის იმპორტიორი კომპანია "ალფას" დირექტორმა ირაკლი ციხისთავმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტის შემცირება, ან დეფიციტი მოსალოდნელი არ არის.

"მოსავლის აღება ახლა ხდება და რა მოსავალიც იქნება ფასები იმის მიხედვით შეიცვლება. მე როგორც ვიცი კარგ მოსავალს ელოდებიან.  ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის, მთელ მსოფლიოში უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა მზესუმზირის ზეთის მიმართულებით, რუსეთია“, -  აღნიშნავს ირაკლი ციხისთავი.

ცნობისთვის, რუსეთში მზესუმზირის მოსავლიანობა ბოლო 13 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. რუსული „კომერსანტის“ ინფორმაციით, სამხრეთ რეგიონებში მოსავალი საშუალოდ 35%-ით შემცირდა, რაც ქვეყნის შიდა ბაზარზე ზეთის ფასების ზრდის რისკებს ქმნის.

ექსპერტების შეფასებით, მოსავლის შემცირება შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ზეთის ექსპორტი, რაც გავლენას მოახდენს საერთაშორისო ბაზრებზეც. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ რუსულ ბაზარზე ზეთის ფასი კვლავ გაიზარდოს.

გამოგვყევით