დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ორგანიზებით, ლონდონში ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაცია The Georgian Palate (ქართული გემო) გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის და დასახელების ქართული ღვინოები. დეგუსტაციას, რომელსაც ღვინის პროფესიონალები, მედიის და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ, ,Swirl Wine Group-ის დამფუძნებელი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით, 2025 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კომპანია Swirl Wine Group-ს უძღვება. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 8 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 14 ქვეყანაში 20 გამოფენა/ფესტივალსა და 145 დეგუსტაცია-სემინარზე.