logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ჩინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ჩინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

1757920517

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთიდან ტურ-ოპერატორებს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. 

ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც ჩინურ მარკეტინგულ კომპანიასთან Dragon Trail International თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება. 

"გაცნობითი ტურის ფარგლებში, ჩინელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. B2B ფორმატის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ კონტაქტები დაემყარებინათ ჩინელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით. 

ჩინელი ტუროპერატორები გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მოინახულებენ თბილისს, მცხეთას, ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას,ქუთაისს, წყალტუბოს, შეკვეთილს, ბათუმს, გორს, სიღნაღს, ყვარელსა და წინანდალს,"-ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით