Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.3%-ით 3.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
საინვესტიციო ბანკის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
"ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს", - აღნიშნულია ყოველკვირეულ მიმოხილვაში.