ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა Tinder Swindler-ის სახელით ცნობილი თაღლითი, 35 წლის საიმონ ლევიევი (ნამდვილი სახელი - შიმონ ჰაიუტი) დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევიევი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილი Netflix-ის 2022 წლის დოკუმენტური ფილმით გახდა, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები მისი თაღლითური საქმიანობა. ის თავს ალმასების მაგნატის, ლევ ლევიევის შვილად ასაღებდა და გაცნობის აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით ქალებს ფულის სესხებაში არწმუნებდა.
მთავარი თაღლითობები:
- Tinder-ის თაღლითობა: ქალებს ხიბლავდა და ფულის სესხებას აიძულებდა
-
საფინანსო თაღლითობები: მსხვერპლს თანხის გადარიცხვას, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებით აიძულებდა
-
ყალბი იდენტობა: ხშირად იცვლიდა სახელსა და იდენტობას.
-
წარსული სამართლებრივი პრობლემები: მის წინააღმდეგ 2019 წელს საქმე აღიძრა იქურდობის, ყალბი დოკუმენტებისა და თაღლითობის ფაქტზე, თუმცა ის 5 თვის თავზე გაათავისუფლეს.
როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ბათუმის აეროპორტში მისი დაკავების მიზეზი ამ ეტაპზე მათთვის უცნობია. „ჯერჯერობით მიზეზი ჩვენთვისაც გაუგებარია. ის თავისუფლად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში,“ – აღნიშნავენ ისინი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კი დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.