logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

აშშ-ში "შათდაუნის" გამო დღეს დაგეგმილი 800-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა - BBC

აშშ-ში "შათდაუნის" გამო დღეს დაგეგმილი 800-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა - BBC

1762519722

აშშ-ში ე.წ. შათდაუნის გამო დღეს დაგეგმილი 800-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.

ეროვნული საჰაერო მოძრაობის ავიადისპეტჩერების ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, თანამშრომლები სამსახურიდან მიდიან, რადგან მათ 37 დღის განმავლობაში ანაზღაურება არ მიუღიათ.

„ეს კვირაში 60 სამუშაო საათია. დღეს ერთ-ერთი დისპეტჩერი ბინიდან გამოასახლეს“, – განაცხადა ნიკ დენიელსმა.

როგორც BBC წერს, აშშ-ში, 527 აეროპორტში დაახლოებით 14 000 დისპეტჩერი მუშაობს. ისინი ყოველწლიურად 16 000 000-ზე მეტ რეისს ასრულებენ, ეს კი დღეში დაახლოებით 44 000 ავიარეისია. პიკის საათებში დისპეტჩერები პასუხისმგებლები იყვნენ ერთდროულად 5 000-ზე მეტი რეისის უსაფრთხოდ მართვაზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ელი ოქტომბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.

1tv.ge 




გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ნადირობის შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილეს

გამოგვყევით