logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

GITA-სა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

GITA-სა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1761645208

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მოიცავს, ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის მიზნით, აფხაზეთიდან დევნილი, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

მხარეები, დევნილი მოზარდების მხარდაჭერისა და შემეცნებითი უნარების გაძლიერების მიზნით, დაგეგმავენ ერთობლივ საგანმანათლებლო კურსებს, შემეცნებით ტურებს, ბანაკებსა და სემინარებს, შესაძლებლობების ფარგლებში,  დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტებში.

გამოგვყევით