logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ენერგეტიკაში ინვესტირებასთან დაკავშირებით ინტერესი ძალიან დიდია" - თორნიკე დარჯანია

"ის პროექტები, რომლებიც ვერ გადადის მშენებლობის ეტაპზე და არ არის განხორციელებადი, უნდა გაუქმდეს, შეწყდეს ხელშეკრულება და ახლა ინვესტორს მიეცეს შესაძლებლობა, რომ განავითაროს თავისი სიმძლავრე" - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკაში ინვესტირებასთან დაკავშირებით ინტერესი ძალიან დიდია, იქნება ეს მზე, ქარი თუ ჰიდრო, შესაბამისად ეს პროცესი უნდა იყოს სამართლიანი. ის ფაქტი, რომ ეს პროექტები 2012 წლიდან მხოლოდ ფურცელზე არსებობდა,  თავისთავად უსამართლო იყო, რადგან სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ პოტენციურად აშენებადი სადგურიდან ელექტროენერგიას შეისყიდის. როგორც დარჯანია აცხადებს, უსასრულოდ ვერ აიღებს სახელმწიფო ვალდებულებებს, ამიტომ  ადგილი ახალს უნდა დაეთმოს.

"კარგია რომ ეს პრაქტიკა ნაწილობრივ გამოსწორდა, თუმცა ახლა სხვა მოცემულობასთან ვართ მისული. მხარდაჭერის მექანიზმი გვქონდა პირველი CFD აუქციონი, მეორე CFD აუქციონი და მესამე მექანიზმია პირდაპირი ხელშეკრულებების მხარდაჭერა, სწორედ აქ არის კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ შესულია იმაზე მეტი განაცხადი, ვიდრე სახელმწიფო ელექტროსისტემას შეუძლია ამ სიმძლავრეების ინტეგრაცია. შესაბამისად კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ითქვას, ამ განაცხადებიდან, რომელი დაკმაყოფილდება ან არ დაკმაყოფილდება, რადგან, როგორც უკვე ვახსენე, ინვესტორების ინტერესი სექტორის მიმართ დიდია," - ამბობს თორნიკე დარჯანია.

გამოგვყევით