logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ელექტროსისტემის ქსელის გაუმჯობესებისთვის €300 მლნ-ის ღირებულების პროექტები განხორციელდება" - ლევან მჭედელაძე

სახელმწიფო ელექტროსისტემა ათ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ ევროა.

როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, თანხები გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ან ახალი ინფრასტრუქტურის დამატებას მოხმარდება. ლევან მჭედელაძის თქმით, სახელმწიფო ელექტროსისტემაში არსებობს ხარვეზები.

„მიერთების ვადებთან უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მიახლოებული. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ამ კუთხით დღეს ყველაფერი იდეალურად არის. არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც არის დროში ჩამორჩენები, თუნდაც მართვის კუთხით არსებული  პრობლემებით  შეიძლება ყოფილიყო ეს  გამოწვეული. ამას მოყვა სწორედ მენეჯერული რგოლის 40%-ით შემცირება.  ეს ამძიმებდა კომპანიის ეფექტიან მართვას,"- აცხადებს მჭედელაძე. 

მისივე თქმით, ბიუროკრატია არ უნდა იყოს დამძიმებული ისეთი მექანიზმებით, რომელიც აფერხებს სექტორის განვითარებას.

სახელმწიფო კომპანიაზე როცა ვსაუბრობთ, ვერ გავცდებით ისეთ ბიუროკრატიულ მექანიზმებს, რომელიც დამახასიათებელია სახელმწიფო ორგანიზაციისთვის. მე არ ვფიქრობ რომ ბიუროკრატია ცუდია, თუმცა ეს არ უნდა იყოს დამძიმებული ისეთი მექანიზმებით რომელიც აფერხებს პროექტების განხორციელებას. 

ჩვენ ვუყურებთ ბიზნესის განვითარების დინამიკას და გადაწყვეტილებების მიღება მათი განვითარების შესაბამისად ხდება.“-აღნიშნა ლევან მჭედელაძემ.

მისივე თქმით, სწორად განახლებადი ენერგიების ქსელთან მიერთების კუთხით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს პროექტს, რომელიც 200 მეგავატი დამაგროვებელი ბატარეების შექმნას ეხება და  ქსნის ქვესადგურის მიმდებარედ და 70 მლნ ევრომდე ინვესტიციას მოიცავს.

ჩვენ მოტივირებულები ვართ,  რომ სწორად მოხდეს ბიზნესის განვითარება. ჩვენ ბიზნესს ვეუბნებით  რისი პოტენციალი გვაქვს და მათ უნდა  თქვან  სად რისი გაკეთება შეუძლიათ, რომ გადაწყვეტილებების მიღებამ პროცესები არ შეაფერხოს.“-აღნიშნა ლევან მჭედელაძემ.

გამოგვყევით