ახალი წლის პერიოდში, სასტუმრო თითქმის სრულად დაჯავშნილია და ადგილები აღარ გვაქვს, - ამის შესახებ გუდაურში, სასტუმრო QUADRUM-ის დამფუძნებელმა ირაკლი ერისთავმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროს სტუმრების უდიდესი ნაწილი რუსულენოვანია, თუმცა ასევე, არიან ევროპიდან და ისრაელიდან.
"მიმდინარე პერიოდში, სასტუმროს დატვირთულობა დაბალია, დაახლოებით, 20%-ის შეადგენს, თუმცა ახალი წლის პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 100%-ია დატვირთვა გვაქვს. რაც შეეხება შემდგომ პერიოდებს - თებერვლის ჯავშნების მიღება ახალი წლის შემდეგ იწყება ხოლმე. კარგ სეზონს ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს და მთავარია, რომ კარგი თოვლი მოვიდეს.
ჩვენი დამსვენებლები ყველა ქვეყნიდან არიან, თუმცა, აზიური ბაზარი უფრო მეტად ზაფხულის პერიოდში არიან ხოლმე. აზიურ ბაზარს ზამთრის კურორტები ძირითადად არ აინტერესებთ. შეიძლება მცირე მოცულობით ინდოელები იყვნენ", - აცხადებს ირაკლი ერისთავი.
მანვე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები გუდაურში ისევ არსებობს და მიმდინარე წლის სეზონისთვის, მხოლოდ გონდოლასთან მდებარე გზა გაკეთდა.
ცნობისთვის, 12 ნომრიანი სასტუმრო - QUADRUM გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. მონოლითისგან დამზადებული მეორე კორპუსი კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 21 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი. ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით, 3-4 მილიონი ლარი დაჯდა.