logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ADB-ის მიწვევით ავთანდილ კასრაძემ ჩინეთში საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა წარადგინა

ADB-ის მიწვევით ავთანდილ კასრაძემ ჩინეთში საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა წარადგინა

1761308298

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთში, ქ. ბეიჯინგში გამართულ ორდღიან კონფერენციაში, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ლუქსემბურგის ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ინოვაციური ფინანსების განვითარება და გამოწვევები, სადაც GITA - ს თავმჯდომარემ, რვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ისაუბრა საქართველოს მთავრობის წარმატებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. ავთანდილ კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

გამოგვყევით