logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"2026 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.9 მლრდ-ს მიაღწევს" - Galt & Taggart

საქართველომ 2025 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან 1.7 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 6.6%-იანი ზრდაა. ამის შესახებ  Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი.

მათივე ცნობიით, ზრდის ძირითადი წყარო იყო ისრაელი (+28.0% წ/წ) იყო.

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

"შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები (+13.3% წ/წ), აზერბაიჯანი (+36.3% წ/წ) და აზიური ბაზრები, რაც გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს უკავშირდება. რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ამ ბაზრიდან ტურიზმის შემოსავალი 2.7%-ით შემცირდა, ხოლო ირანიდან ვიზიტორთა მნიშვნელოვანი კლების პარალელურად, აღნიშნული ქვეყნიდან ტურიზმის შემოსავალი მხოლოდ 1.2%-ით შემცირდა. ამასთან, დანარჩენი ქვეყნებიდან ტურიზმის შემოსავლები 2025 წლის მე-3 კვარტალში გაიზარდა.

ჯამურად, 2025 წლის 9 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 3.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია (+5.1% წ/წ). მე-3 კვარტლის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, გალტ & თაგარტმა 2025 წლის ტურიზმის შემოსავლის პროგნოზი 4.6 მლრდ აშშ დოლარამდე გაზარდა", - ნათქვამია კვლევაში.

გამოგვყევით