logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და $321.5 მლნ-ი შეადგინა

აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და $321.5 მლნ-ი შეადგინა

1757943768

2025 წლის აგვისტოში  ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.7%-ით  (31.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.  წლის დასაწყისიდან 8 თვეში გადმორიცხულია 2,373.6 მლნ აშშ დოლარი.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.9%-ს შეადგენს, შესაბამისი 144.3 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 11.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.  

ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, აგვისტოში აშშ-დან 16.8%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 59.3 მლნ აშშ დოლარი შეადგნა.

კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აგვისტოში წლიურად 2.9%-ით შემცირდა და 41.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მლნ აშშ დოლარი (96.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის აგვისტოს (33.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8% მეტია.

გამოგვყევით