logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

დამსვენებლების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა – ვიზიტორების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი და ევროპელი ტურისტია -Kvareli Lake Resort

მიმდინარე  სეზონზე დატვირთულობა საკმაოდ მაღალია, წინა წელთან შედარებით ჩვენი სტუმრების რაოდენობა, დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Kvareli Lake Resort-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ნათია სოსიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსის ვიზიტორების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი და ევროპელი ტურისტია.

"ბოლო პერიოდში, სასტუმრო კომპლექსს ახალი ევროპული კონცეფციის შენობა დაემატა, რომელიც მოიცავს 59 განსხვავებული კატეგორიის ოთახს, ასევე ევროპულ რესტორანს, სპას, საუნას და შიდა აუზს. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე, Kvareli Lake Resort მოიცავს ქართულ და ევროპულ შენობას, 100 თანამედროვე დიზაინის ოთახით.

ეს არის 5 ვარსკვლავიანი, განსაკუთრებული კლიმატის მქონე სასტუმრო კახეთის რეგიონში. ჩვენთან ფასები საკმაოდ ადეკვატურია. ამასთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარჩენის გარეშე შემოვიდეს ტერიტორიის დასათვალიერებლად, ან ესტუმროს მხოლოდ აუზს ან დაჯავშნოს რესტორანი და დააგემოვნოს ევროპული ან ქართული კერძები. ჩვენს სტუმრებს გარდა ჩვენთან დასვენებისა, ვთავაზობთ რეგიონალურ ტურებს, რაც მათ გამოცდილებას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის", - აცხადებს ნათია სოსიაშვილი.

ამასთან, Kvareli Lake Resort-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა MICE ტურიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპლექსის პორტფელის სოლიდური წილი სწორედ ამ მიმართულებას უკავია.

მისივე ცნობით, აღნიშნული მიმართულებით დაინტერესება ძალიან დიდია, როგორც ქართული კომპანიების, ასევე უცხოელი პარტნიორების მხრიდან.

"MICE ტურიზმი ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა ჩვენთვის. ჩვენ გვაქვს 2 საკონფერენციო სივრცე, სადაც წლის განმავლობაში უამრავ ღონისძიებას ვმასპინძლობთ", - აღნიშნა მან.

ნათია სოსიაშვილის განცხადებით, Kvareli Lake Resort-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კვების მიმართულებაა.

"ვცდილობთ ჩვენს სტუმრებს მრავაფეროვნება შევთავაზოთ, შესაბამისად მათ ვთავაზობთ, როგორც ევროპულ, ასევე ქართულ სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 2 რესტორნის გარდა ჩვენ გვაქვს ქართული, კუთხე, რომელიც შუაგულ ტყეში, ღია სივრცეშია განთავსებული. აქ სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ხინკალი, ან დაესწრონ ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასებს.

ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ ჩვენს სტუმრებს შევუქმნათ ყველანაირი კომფორტი, კვების გარეშე კი ეს ყველაფერი პრაქტიკულად მიუღწეველია. რა თქმა უნდა, თუ გასტრონომიული მიმართულება მაღალ დონეზე მუშაობს, ამას ძალიან კარგი ასახვა აქვს შემოსავლების კუთხითაც", - აცხადებს ნათია სოსიაშვილი.

გამოგვყევით