logo
Loading data...

"პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკომეგობრული პროექტების მიმართ მოთხოვნა გაორმაგდა" -  Eco Hotel Mzetamze

"პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკომეგობრული პროექტების მიმართ მოთხოვნა გაორმაგდა" -  Eco Hotel Mzetamze

1706954400

ბორჯომში მდებარე სასტუმრო - Eco Hotel Mzetamze  ზაფხულის წლევანდელ სეზონზე მაქსიმალური დატვირთვით მუშაობას გეგმავს.  როგორც სასტუმროს დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი გელაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ზამთარში სასტუმრო ძირითადად დაკეტილია. აქტიური სეზონი ზაფხულშია, როცა სერვისებზე დატვირთულობა 90-100%-ს აღწევს.

მისი თქმით, სასტუმრო მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში. გამოირჩევა უნიკალური სტილით, ხელოვნების ნიმუშთა სიმრავლითა და მრავალწლოვანი ხეებით დამშვენებული, კეთილმოწყობილი ბაღით.

,,ქართულ ბაზარზე ეკომეგობრული სასტუმროს კონცეფცია გამოგვარჩევს. ზამთარში სასტუმრო დაკეტილია, თუმცა კოტეჯებში მომხმარებლებს ჩვეულებრივ ვიღებთ. მსგავსი მომსახურება საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარულია. ეკოლოგიურად სუფთაა ჩვენს მიერ წარმოდგენილი როგორც საკვები, ასევე ინტერიერიც,  შენობის ყველა დეტალი ხესა და ქვაშია გამოკვეთილი, რაც მომხმარებელს ძალიან მოსწონს. მსგავსი ობიექტების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გაჩნდა. შეიძლება იტქვას, რომ გაორმაგდა. ძირითადად ადგილობრივ მოქალაქეებზე ვმუშაობთ. ტურისტებს მოსწონთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ნატურალური პროდუქტები, რასაც არჩევანისას ყოველთვის პრიორიტეტს ანიჭებენ“, - აცხადებს გიორგი გელაშვილი.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო ფუნქციონირებას მაისიდან განაახლებს. აქტიური სეზონი კი დაახლოებით სექტემბრის ბოლომდე გასტანს. 

ცნობისთვის,Eco Hotel Mzetamze ბაზარზე 10 წლის წინ დაფუძნდა. სასტუმრო 45 ნომრით არის წარმოდგენილი.  სასტუმრო სეზონზე სტაბილურად ასაქმებს 20-მდე ადამიანს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივია.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით