logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

თბილისის აეროპორტი 5 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობის მქონე აეროპორტების ხუთეულშია - The Routes Europe

თბილისის აეროპორტი 5 მლნ მგზავრის გამტარუნარიანობის მქონე აეროპორტების ხუთეულშია - The Routes Europe

1741690440

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა. 

შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტთან ერთად აღნიშნულ ხუთეულში შედიან ბრემენის, კორფუს, ლონდონის Southend Airport და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტები. გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ ეს ხუთეული ავიაკომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებისა და მიმართულებების ზრდის ტემპის მიხედვით გამოავლინა, ასევე გათვალისწინებულია მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს, სამგზავრო რეისებს 60 ავიაკომპანია 66 მიმართულებით ასრულებს. 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ბაზარზე კიდევ 6 ახალი ავიაკომპანია შემოდის, მათ შორის British Airways, EasyJet, Edelweiss და Transavia France. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. გატარებულ მგზავრთა რაოდენობა 4,750,830 იყო, რაც 29%-ით აღემატება როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდელ მაჩვენებელს.

The Routes Europe არის გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აკავშირებს ერთმანეთს ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყოველ წელს, პლატფორმა გამოავლენს საუკეთესო აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში.

პროკურატურა სააკაშვილის მიერ გაფლანგულ საბიუჯეტო თანხებზე: სააკაშვილსა და უგულავაზე გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი

პროკურატურა სააკაშვილის მიერ გაფლანგულ საბიუჯეტო თანხებზე: სააკაშვილსა და უგულავაზე გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი

გამოგვყევით