logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

1755790190

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლის განახლებისთვის  საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას დაიწყო.

პროექტის მიზანია,  მალთაყვის დასახლებაში ზღვის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორიები  გარდაიქმნას  მრავალფუნქციურ სარეკრეაციო სივრცედ, რომელიც ყველა სეზონზე იქნება მიმზიდველი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე  ვიზიტორებისთვის.

პროექტის ფარგლებში განსავითარებელი ტერიტორია მოიცავს 244.65 ჰექტარს და ფარავს მალთაყვის სანაპიროს, ტყე-პარკს, ოქროს, ვერცხლისა და თესეას ტბების მიმდებარე ზონებს, ასევე რიონის არხის ორივე სანაპიროს და ნიკოლაძის კუნძულს.

დაგეგმილია  სანაპიროს სრულად განახლება, ტერიტორიაზე საბავშვო და სპორტული სივრცეების, კვებისა და გასართობი ობიექტების მოწყობა.

მალთაყვის ტყე-პარკში დასასვენებელი ლანდშაფტური სივრცე მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით განვითარდება. იგეგმება არსებული ნარგავების ინვენტარიზაცია , მცენარეული საფარის გაჯანსაღება და ეკოსისტემის აღდგენა.

სანაპიროების განახლება გათვალისწინებულია ტბების მიმდებარე ტერიტორიებზეც და ნიკოლაძის კუნძულთან, სადაც ასევე  მოეწყობა  სპორტული და გასართობი სივრცეები.

გარდა ამისა, პროექტი  ითვალისწინებს  ტერიტორიაზე  დეკორატიული და სასმელი წყლის შადრევნების, ღია საშხაპეების,  დასასვენებელი ზონების,  სპორტული და საბავშვო მოედნების, ამფითეატრის, საფეხმავლო, ველო ბილიკების და ცხოველების სასეირნო სივრცეების მოწყობას.

პროექტის განხორციელება ფოთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება.

გამოგვყევით