logo
Loading data...

ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

1713861676

ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები ეწყობა. კერძოდ, სამუშაოები წყნეთის ქუჩა N1-სა და N14-ში, ასევე, ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტალში, ჟღენტის ქუჩასა და ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

სკვერები და სტადიონები შესაბამისი ინვენტარით იქნება აღჭურვილი - განთავსდება საპარკო ავეჯი, მოეწყობა განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო-გასართობი მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის კი - ფიტნეს-ზონა და კომბინირებული მოედნები. სკვერებში, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

აღნიშნული პროექტებისთვის, ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 606 000 ლარი დაიხარჯება.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით