უახლოეს მომავალში ბათუმს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყინულის არენა ექნება. საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სპორტული კომპლექსი, ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად, მოიცავს 1500 მაყურებელზე გათვლილ ყინულის მოედანსა და 800 მაყურებელზე გათვლილ 10-ზოლიან, 2,1 მეტრი სიმაღლის საცურაო აუზს.
"ახალი თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყინულის მოედნის მოპირკეთება. კომპლექსი 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში,"-აღნიშნულია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.