logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში საქართველოში საკმაოდ მსხვილ ინვესტორს შემოვიყვანთ" - ილია წულაია

იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში საქართველოში საკმაოდ მსხვილ ინვესტორს შემოვიყვანთ, - აღნიშნულის შესახებ  დეველოპერული კომპანია "არქის" დამფუძნებელმა ილია წულაიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ინვესტორების მხრიდან, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გარკვეული კითხვები იყო, თუმცა კომპანიამ მათი დარწმუნება, რომ საქართველო საინტერესო ქვეყანაა მოახერხა.

"უძრავი ქონების პოტენციური უცხოელი შემძენების მხრიდან დეკემბერში ტრანზაქციების განხორციელება შემცირდა, მაგრამ იანვარში გაიზარდა. გადადეს, მაგრამ უარი არ თქვეს. გარდა ასეთი პატარა ინვესტორებისა, არიან შედარებით დიდი ინვესტორები, რომლებიც საქართველოში თანხის ჩადებას აპირებენ. 

ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს ძალიან მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან. სექტემბრის შემდეგ ვსაუბრობთ და იმედი მაქვს, რომ მომდევნო 1-1.5 თვეში ამ ჯგუფთან შეთანხმებას დავასრულებთ. მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, კითხვები დაისვა. ჩვენ ავუხსენით, რომ კრიზისი ბევრჯერ გადაგვიტანია და ეს ჩვენი ქვეყნის დამახასიათებელია. ჩვენს პარტნიორებს აქვთ რწმენა, რომ საქართველო საინტერესო ქვეყანაა. ვაჩვენეთ მსოფლიო ბანკის პროგნოზი, წინა წლების კრიზისების კონკრეტული ფაქტები და ამის მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური განვითარება როგორ გაგრძელდა და შესაბამისად, შევძელით დარწმუნება, რომ საუბარი გაგვეგრძელებინა. იმედი გვაქვს 1-1.5 თვეში დავასრულებთ და საქართველოში საკმაოდ მსხვილ ინვესტორს შემოვიყვანთ ", - აცხადებს ილია წულაია. 

გამოგვყევით